KING DAVID – მრავალფუნქციური სივრცე ცხოვრების ახალი სტანდარტისთვის

სარჩევი

KING DAVID არის თბილისის ყველაზე პრესტიჟული მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და ბიზნეს გარემოს, პრემიუმ სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. თანამედროვე არქიტექტურა, მაღალი ხარისხის სტანდარტები და გამორჩეული სერვისები ქმნის იმ კომბინაციას, რომელიც რეზიდენტებსა და ბიზნესს თბილისში სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ სახლი

32-სართულიანი King David Residences წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ბინებით — ერთსა და სამსაძინებლიან აპარტამენტებით, დუპლექსებითა და უნიკალური პენტჰაუსებით. იატაკიდან ჭერამდე მოჭედილი ვიტრაჟული ფანჯრები ხსნის თბილისს სრულიად ახალ პერსპექტივაში და სთავაზობს რეზიდენტებს ქალაქის, მტკვრისა და კავკასიონის პანორამულ ხედებს.

5-ვარსკვლავიანი ცხოვრების სტილი

KING DAVID ყოველდღიურობას აქცევს ფუფუნებად. რეზიდენტებს მოემსახურებათ რეცეფცია და კონსიერჟი, ბელბოი, მრავალენოვანი გუნდი და 24/7 უსაფრთხოება. ექვსი სართული სრულად ეთმობა კომფორტსა და დასვენებას:

  • ფიტნეს ცენტრი და სპა
  • ღია / დახურული საცურაო აუზი
  • ბაღი და რეკრეაციული სივრცე
  • ლობი, საკონფერენციო და ღონისძიებების დარბაზი
  • პარკინგი 24/7

KDR – მობილური აპლიკაცია რეზიდენტებისთვის

KING DAVID-ის რეზიდენტებს ექსკლუზიურად აქვთ წვდომა სპეციალურ მობილურ აპლიკაციაზე – KDR, რომელიც ყველა ფინანსურ საკითხს ერთი კლიკით აგვარებს:

  • გადასახადების ავტომატური გენერაცია
  • დეტალური ინფორმაცია —გადასახების შესახებ
  • მიმდინარე, გადახდილი და გადაუხდელი სტატუსების კონტროლი
  • სწრაფი გადახდა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან
  • სრული ხარჯების ისტორია და ამონაწერები

აპლიკაცია განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვრებელი ხშირად არ იმყოფება კომპლექსში ან საზღვარგარეთ ცხოვრობს — სისტემა თავად შეგახსენებთ გადასახადების ვადებს და გაძლევთ კონტროლის სრულ თავისუფლებას.

KDR აპლიკაცია ქმნის სერვისის იმ სტანდარტს, რომელიც თბილისში მანამდე არ არსებობდა.

ბიზნეს ცენტრი – წარმატების სივრცე

King David Business Center არის A კლასის 16-სართულიანი საოფისე კომპლექსი, რომელიც 12,000 მ² ფართობზეა განთავსებული. აქ განთავსებულია როგორც მცირე საოფისე სივრცეები, ისე მთლიანი სართული თანამედროვე სტანდარტებით. ბიზნეს ცენტრი უზრუნველყოფილია:

  • ცენტრალიზებული გათბობა-გაგრილებით
  • ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით
  • მაღალტექნოლოგიური IT ინფრასტრუქტურით
  • საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით
  • ტერასული ბარით, კაფეტერიითა და სპა-ფიტნეს ზონით

ქალაქის შუაგულში, ცხოვრების ახალ სტანდარტში


გმირთა მოედნის მიმდებარედ განთავსებული KING DAVID თბილისელებს და საერთაშორისო სტუმრებს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს, სადაც შესაძლებელია ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში.

KING DAVID-ის მისიაა შექმნას ცხოვრების სტილი, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას — სივრცე, სადაც ხარისხი, ინოვაცია და კომფორტი ყოველთვის ერთადაა.

Table of Contents