პარკინგი
King David-ის შენობაში განთავსებულია ორ დონეზე გადაჭიმული სტაციონარული ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 172 ავტომობილზე და უზრუნველყოფს სტუმრებისა და მაცხოვრებლების სრულ კომფორტს. პარკინგის სივრცე დაცულია, ტექნიკურად გამართული და მარტივად მისაწვდომია შენობის ყველა ზონიდან — იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე თუ სასტუმრო ნაწილი.
საქართველოში პირველად, სწორედ King David-ის კომპლექსში დაინერგა მექანიზირებული ორსართულიანი და სამსართულიანი პარკინგის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სივრცის ეფექტურობას.
ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ერთი პარკინგის ადგილზე განთავსდეს ორი ან სამი ავტომობილი, რაც მოაგვარებს ქალაქის ცენტრში ხშირი პარკინგის დეფიციტის პრობლემას და ქმნის თანამედროვე, სუფთა და ორგანიზებულ გარემოს.
King David-ის პარკინგი წარმოადგენს არა მხოლოდ სერვისს, არამედ სისტემურ კომფორტს, რომელიც ხაზს უსვამს კომპლექსის პრემიუმ კლასის სტანდარტს და დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას.