საინვესტიციო პროექტები

ბუტიკ–სივრცეები ბიზნესისა და ინვესტიციისთვის

King David-ის მრავალფუნქციური კომპლექსის ბუტიკ–სივრცეები გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას — გახსნათ თქვენი ბიზნესი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე. ეს არის მაღალი სტანდარტის კომერციული ფართები, რომლებიც იდეალურია ბუტიკის, შოურუმის, გალერეის ან სხვა დანიშნულების ობიექტის გასახსნელად.
სივრცეები ( A1 — 26,15მ2 | A2 — 36,96მ2 | A3 — 23,39მ2 ) გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სრულად გამართული საინჟინრო სისტემებით. თითოეული ობიექტი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური ფუნქციურობა და კომფორტი მცირე ბიზნესებისთვისაც კი.
King David-ის კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და სასტუმრო ზონებს — რაც ქმნის სტაბილურ და მაღალშემოსავლიან გარემოს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.
აქ ინვესტიცია ნიშნავს არა მხოლოდ კომერციულ ფართს, არამედ ადგილს, სადაც თქვენი წარმატება იწყება.

მეტა ბიზნეს სასტუმრო

„Meta Business Hotel“ მდებარეობს King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში , რომელიც წარმოადგენს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, თანამედროვე არქიტექტურის, ბიზნესის და ურბანული ცხოვრების სიმბოლოს. სასტუმრო იდეალური არჩევანია როგორც საქმიანი ვიზიტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ვინც ეძებს ელიტურ სასტუმროს თბილისში, კომფორტს, ხარისხს და ქალაქის ცენტრში სრულყოფილ ლოკაციას.
ბიზნეს კატეგორიის ვიზიტორებისთვის „Meta Business Hotel“ ქმნის მულტიფუნქციურ გარემოს, სადაც შესაძლებელია მუშაობა, შეხვედრების გამართვა და სრული დასვენება ერთ სივრცეში. ტურისტებისთვის კი ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ისიამოვნონ ხედებით და იგრძნონ ნამდვილი თბილისური ატმოსფერო..
ჩვენი ინფრასტრუქტურა მოიცავს კომფორტულ და დახვეწილ ნომრებს, გემრიელ საუზმეს, სპა ცენტრსა და 24/7 Snap Fitness-ს —აქ ყველაფერია სრულყოფილი განტვირთვისა და ფიზიკური აქტიურობისთვის.
META BUSINESS HOTEL – გვესტუმრეთ!  თქვენი საქმიანი ვიზიტი გადაიქცევა წარმატებულ გამოცდილებად, ხოლო მოგზაურობა — დაუვიწყარ მოგონებად.

KING DAVID რესტორანი

King David-ის მრავალფუნქციური კომპლექსის 17-ე სართულზე განთავსებულია პრემიუმ კატეგორიის სარესტორნე სივრცე, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე.
სივრცე გამოირჩევა პანორამული ხედებით, თანამედროვე არქიტექტურითა და მაღალი ხარისხის საინჟინრო სისტემებით, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას გამორჩეული დონის რესტორანი, ბარ-ლაუნჯი ან დახვეწილი გასტრონომიული სივრცე.
King David-ის კომპლექსში რესტორნის განთავსება უზრუნველყოფს დამატებით ბიზნეს უპირატესობას — კომპლექსის მობინადრეებისა და ბიზნეს ცენტრის მომხმარებლების სტაბილურ ნაკადს, რაც ინვესტიციას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.