King David-მა პირველი საერთაშორისო აღიარება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის International Property Awards-ის ფარგლებში მოიპოვა. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის ექსპერტები აფასებენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, King David-მა უმაღლესი – 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და შედეგად European Property Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia.
დახურვა

ხედი
რეზიდენციებიდან იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე, მტკვარზე, სამებასა და მთებზე. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ძველი თბილისის პანორამული ხედებით, ისე კავკასიის ერთ-ერთი უმაღლესი და უმშვენიერესი მწვერვალის – მყინვარწვერის (5047მ) სილამაზით, რომელიც კარგ ამინდებში თქვენი რეზიდენციის მშვენება გახდება.
რეზიდენციები
King David-ის კონცეფცია გათვლილია წარმატებულ და საქმიან ადამიანებზე რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
მაღალ კოშკში რეზიდენციების მრავალფეროვანი არჩევანია, დაწყებული 1, 2 და 3 საძინებლიანი აპარტამენტებით, დამთავრებული დუპლექსის ტიპის რეზიდენციებით და პენტჰაუსით.
This content requires HTML5/CSS3, WebGL, or Adobe Flash Player Version 9 or higher.