King David-მა პირველი საერთაშორისო აღიარება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის International Property Awards-ის ფარგლებში მოიპოვა. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის ექსპერტები აფასებენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, King David-მა უმაღლესი – 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და შედეგად European Property Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia.
შეთავაზება სტატუს მომხმარებლებისთვის

დღეიდან King David-ში რეზიდენციების შეძენა სტატუსის მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ: ექსკლუზიური ფასდაკლება ერთიან გადახდაზე და ერთწლიანი შიდა უპროცენტო განვადება ყველა რეზიდენციაზე.
პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსში King David საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა. პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას 32 და 19 სართულიან კოშკებს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences განთავსებულია საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნეს ცენტრი, რომელიც 2017 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. კოშკები ერთმანეთთან 6 სართულით არის დაკავშირებული და სწორედ ამ სართულებზე არის განთავსებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მათ შორის – 28 მეტრის სიგრძის აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით, რესტორანი, კაფეტერია, ივენთ ჰოლი, მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ლობი საკუთარი ბარით, ბიზნეს ცენტრის ლობი და პარკინგი. 32-ე სართულზე კი გათვალისწინებულია 5 ვარსკვლავიანი რესტორანი 360 გრადუსიანი პანორამული ხედით თბილისზე.
შეგახსენებთ, რომ King David უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის – International Property Awards-ის ფარგლებში უკვე მეორედ აღნიშნავს საერთაშორისო წარმატებას. King David-მა 2016 წელს უმაღლესი ანუ 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსი საქართველოში“. 2017 წელს კი King David საუკეთესო მაღალსართულიან საცხოვრებელ პროექტად დასახელდა საქართველოში.