live

სააღდგომო აქცია

King David-ში სასიამოვნო სიახლეა! 30 აპრილის ჩათვლით მსურველებს საშუალება აქვთ სასურველი რეზიდენცია სააღდგომო აქციის ფარგლებში 12 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით შეიძინონ, გადახდა ღირებულების მხოლოდ 10%-ით დაიწყონ, ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა აქვთ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ამ ეტაპზე მინიმალური ფართი 70 კვ.მ-ია.

აღსანიშნავია რომ King David მიღებულია ექსპლუატაციაში და დეკემბრიდან უკვე პირველ მაცხოვრებლებსაც უმასპინძლა. 24 აპარტამენტში უკვე დასრულებულია სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე გაყიდულია პროექტის 60%. მყიდველთა 84% ეროვნებით ქართველია, თუმცა მათი ნაწილი არ არის საქართველოს მოქალაქე.

მაღალ კოშკში King David Residences მხოლოდ პრემიუმ კლასის აპარტამენტებია განთავსებული, შენობის ბოლო 32-ე სართულზე კი რესტორანი განთავსდება პანორამული ხედით თბილისზე. 19 სართულიან კოშკში განთავსებულმა A კლასის ბიზნეს ცენტრმა King David Business Center ოპერირება 2017 წლის აგვისტოდან დაიწყო. დღევანდელი მდგომარეობით რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია არის უკვე წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია: Samsung – სამსუნგის ოფიციალური წარმოამდგენლობა საქართველოში, PWC Georgia, Colliers Georgia და Maersk. ახლო მომავალში რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია ემზადება გადმოსასვლელად.

King David-ის უპირატესობათაგან აღსანიშნავია სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. კომპლექსის კონსტრუქცია და საძირკველი არაერთხელ იქნა შემოწმებული როგორც ქართველი, ასევე უცხოური ორგანიზაციების მიერ. პროექტის ფასადი შესრულდა გერმანული კომპანია Schüco-ს ზედამხედველობით. ფასადმა ტესტირება გერმანიაში ასევე Schüco-ს ტექნიკურ ბაზაზე გაიარა. ტესტირების შემდეგ მიღებული დასკვნის მიხედვით, ფასადი გათვლილია ნებისმიერი სახის სტიქიაზე, მათ შორის 9 ბალიან მიწისძვრაზე.