King David-მა პირველი საერთაშორისო აღიარება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის International Property Awards-ის ფარგლებში მოიპოვა. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის ექსპერტები აფასებენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, King David-მა უმაღლესი – 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და შედეგად European Property Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia.
დახურვა
Sky Hall-ის გახსნა

King David Business Center-ის მე-17 სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზი “Sky Hall” და შეხვედრების ოთახი უკვე მზად არის. საკონფერენციო დარბაზი გათვლილია 120, შეხვედრების ოთახი კი 12 სტუმარზე. სივრცე ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.