live
Project Overview

სამეფო ტიპის რეზიდენციები

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

King David-ში ცხოვრება თბილისის ახალ რეალობას ქმნის რომელიც აქამდე არსებულ სტანდარტებსა და სტერეოტიპებში არ ჯდება, ის სცდება არსებულს და ახალ ცხოვრების სტილს აყალიბებს. სამეფო ტიპის რეზიდენციები, ვიტრაჟული ხედებით, მაღალი ჭერებით, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის სერვისებით სახლში გატარებულ თითოეულ წუთს დაუვიწყარს გახდის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
რეზიდენციები

რეზიდენციები

King David-ის კონცეფცია გათვლილია წარმატებულ და საქმიან ადამიანებზე რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

32 სართულიანი კოშკი საცხოვრებელ რეზიდენციებს აერთიანებს, A კლასის ბიზნესს ცენტრი კი 19 სართულიან კოშკშია განთავსებული, მთლიანი ფართობის 40% ემსახურება ინფრასტრუქტურას - ფიტნეს დარბაზი, სპა ცენტრი, 28 მეტრის აუზი, ღია ტერასა ბაღით, კაფეტერია, ბარები, ლობი, რესეფცია, საკონფერენციო დარბაზი, ივენთ ჰოლი და ეს ყველაფერი არაა. ყველაზე მაღალ სართულზე, განლაგდება 5 ვარსკვლავიანი რესტორანი 360 გრადუსიანი პანორამული ხედით.

მაღალ კოშკში რეზიდენციების მრავალფეროვანი არჩევანია, დაწყებული 1, 2 და 3 საძინებლიანი აპარტამენტებით, დამთავრებული დუპლექსის ტიპის რეზიდენციებით და პენჰაუსით.

შეარჩიე რეზიდენცია

ხედები

რეზიდენციებიდან იშლება როგორც ქალაქის ძველი და ახალი ნაწილის საუკეთესო პანორამული ხედი, ასევე მყინვარწვერისაც (5047მ), რომელიც ამაყად ატარებს კავკასიის მთების ერთ-ერთი უმაღლესი და უმშვენიერესი მწვერვალის სტატუსს.

360° Panorama View