live
Project Overview

თბილისის ახალი ორიენტირი

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

როდესაც სრულყოფილებისკენ სწრაფვაში ერთიანდება დეველოპმენტი, ხარისხი, დიზაინი და სერვისი, იქმნება სრულიად ახალი შესაძლებლობები, რომელიც არ მისდევს დადგენილ წესებს, არამედ თავად ქმნის  ცხოვრების ახალ სტანდარტს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
პროექტის მიმოხილვა

პროექტის მიმოხილვა

თანამედროვე დიზაინი, ფასადზე ბუნებრივად არეკლილი ქალაქის ხედი, თბილისის ძველ და ახალ ნაწილთან ჰარმონიული შერწყმა, ორ კოშკს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ღირშესანიშნაობად აქცევს.
რთულია არ შეიმჩნიო გამორჩეული და თვალშისაცემი არქიტექტურის მქონე ორი კოშკი რომელიც თბილისის ცენტრში, კლდეზეა აღმართული. King David რომელსაც თბილისის ცათამბჯენების ორიენტირს ეძახიან, ავსტრიული ჰოლდინგის Rezid Holding GmBH-ის 70 მლნ დოლარიანი ინვესტიციაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ რეზიდენციებს, А კლასის ბიზნეს ცენტრს, სასტუმროს, 5 ვარსკვლავიან რესტორანს და სარეკრეაციო-გასართობ ზონას. 32 სართულიან კომპლექსში განთავსებულია სპა, ფიტნეს ცენტრი, აუზი, ღია ტერასა, ივენთ ჰოლი, ყველაფერი რაც 5 ვარსკვლავიან ცხოვრების წესს და სტანდარტებს პასუხობს.

პროექტის კონცეფცია, რომელზეც ქართველმა და გერმანელმა არქიტექტორებმა ერთობლივად იმუშავებს, ემსახურება თბილისში ცხოვრების მსოფლიო დონის მრავალფუნქციური საცხოვრებელი და ბიზნეს ტიპის კომპლექსის მშენებლობას. უნიკალური ხედი, სრული კომფორტი, სასტუმროს სერვისები და ხარისხი აყალიბებს ყველა იმ ემოციურ და რაციონალურ ფაქტორს, რამაც საბოლოოდ King David-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მსოფლიოს პრესტიჟული დაჯილდოვების European Property Award-ის ნომინაციაც ადასტურებს, რომელშიც King David-მა საქართველოში საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსის სტატუსი მოიპოვა.

მშენებლობა

მდებარეობა

King David ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იდეალური ადგილმდებარეობა მდიდარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, ქალაქის ყველა ძირითადი დანიშნულების ადგილზე სწრაფ და მარტივ წვდომას უზრუნველყოფს.

თქვენთან ახლოს