King David-მა პირველი საერთაშორისო აღიარება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის International Property Awards-ის ფარგლებში მოიპოვა. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის ექსპერტები აფასებენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით, King David-მა უმაღლესი – 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და შედეგად European Property Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში Best Mixed-use Development Georgia.
31 დეკემბრამდე, მიიღეთ 18%-მდე ფასდაკლება

მხოლოდ 31 დეკემბრამდე, ისარგებლეთ 18%-მდე ფასდაკლებით King David-ის რეზიდენციებზე
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქციის ფარგლებში სოლო მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასურველი რეზიდენცია 18%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ ან ისარგებლონ 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით.
King David-ის კონცეფცია სრულად პასუხობს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში, სადაც გაერთიანებულია A-კლასის ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო, რეზიდენციები თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებით, კვების ობიექტები და გამაჯანსაღებელი-რეკრეაციული ზონა, ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი – KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 75% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი. ოქტომბრიდან მუშაობს იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen, დეკემბრიდან კი იხსნება ახალი საერთო სამუშაო სივრცე – KD4US, რომელიც ჯამში 120 ადამიანს მოემსახურება.
გაყიდვების დამასრულებელი ეტაპის პარალელურად, 2019 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შედის პროექტით გათვალისწინებული ისეთი ინსფრასტრუქტურული ობიექტები, როგორებიცაა: ფიტნეს ცენტრი, სპა და საცურაო აუზი.