live

კომპანიის გადაწყვეტილება

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა კანდიდატს ამომრჩევლის წინაშე საკუთარი საარჩევნო პროგრამის წარსადგენად შეუქმნას თანაბარი საშუალება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებული პირის მომართვის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს თითეული კანდიდატისთვის კომპლექს კინგ დევიდში საექსპლუატაციო მზადყოფნაში არსებული საზოგადოებრივი ფართების ერთჯერადად გამოყენების უფლებას 2 საათის განმავლობაში სიმბოლურ ფასად, რომელიც განისაზღვრება 1 ლარით.