live
მშენებლობა

მშენებლობა

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

გამორჩეული არქიტექტურისა და კონცეფციის გარდა, King David-ის პრემიალურობას მშენებლობის ხარისხი, გამოყენებული ევროპული მასალები და უსაფრთხოებაც განაპირობებს. კონსტრუქცია მყარი და სეისმომდგრადია, სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება კი ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
მშენებლობა

მშენებლობა

King David მრავალფუნქციონალური კომპლექსის მშენებლობისას გამოყენებული იქნა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

მშენებლობის დაწყების წინ ჩატარებული გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საძირკვლის ძირის საპროექტო ნიშნულს შეესაბამება მე-7 კატეგორიის კლდოვანი ქანი - არგელიტი. ფუნდამენტი წარმოადგენს 1.8 მ სიმაღლის ერთიან რკინა-ბეტონის ფილას.

მშენებლობის ყველა ეტაპზე მუდმივად მიმდინარეობდა კონსტრუქციისა და სამშენებლო მასალების შემოწმება.

შენობის კონსტრუქციის და ბეტონის ხარისხის შემოწმება განახორციელა კომპანია “SGS”-მა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში ექსპერტიზის, გამოცდების და სერტიფიცირების სფეროში.
კომპლექსის რკინაბეტონის კონსტრუქციების მარკიანობის შემოწმება განმეორებით ჩატარდა ბრიტანული კომპანია “ESG”-ის მიერ (ENVIROMENTAL SCIENTIFIC GROUP), რომელიც ასევე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში კონტროლის, ტესტირების და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების დარგში.

ფასადის პროექტი შემუშავებულია გერმანული კომპანია Schüco – ს საპროექტო ჯგუფის მიერ გერმანიაში. თერმოხიდიანი პროფილის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს გერმანელი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ. Schüco-ს ტექნოლოგიურ ცენტრში (ბილეფელდი, გერმანია) ფასადის კონსტრუქციას ჩაუტარდა ტესტირება ჰაერგამტარიანობაზე, წვიმის დროს იზოლაციაზე, ქარის დატვირთვასა და მიწისძვრაზე. ტესტირების საფუძველზე დადგინდა რომ კონსტრუქცია შეესაბამება DIN (DIN – Deutches Institut feur Normen) და EN (Europeische Normen) დადგენილ ნორმებს.

ფასადზე გამოყენებულია ცნობილი ამერიკული კომპანიის “Guardian” ტრიპლექსის ტიპის მინა-პაკეტი. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს 30%-ით უფრო ენერგოეფექტურ ფასადს.

კომპლექსის მაცხოვრებლები ისარგებლებენ ცენტრალური გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემით. მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას კი უზრუნველყოფს “Kleemann”-ის ბრენდის 6 ლიფტი.

კომპლექსი უზრუნველყოფილია ალტერნატიული უწყვეტი ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ King David წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან, კომფორტულ და უსაფრთხო ნაგებობას საქართველოში.

რეზიდენციები

მდებარეობა

King David ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იდეალური ადგილმდებარეობა მდიდარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, ქალაქის ყველა ძირითადი დანიშნულების ადგილზე სწრაფ და მარტივ წვდომას უზრუნველყოფს.

თქვენთან ახლოს